McDonalds – ის რუსულ ვერსიაში „გემრიელი და წერტილი“ კარტოფილი ფრი არ გაიყიდება
McDonald’s-ის რუსული ვერსიის, “გემრიელი და წერტილის” რესტორნების ნაწილში კარტოფილი ფრი არ გაიყიდება – ამის შესახებ ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს, მათივე ინფორმაციით მიზეზი შარშან ”რუსეთში ცუდი მოსავალი გახდა” ბოლო რვა წლის განმავლობაში კომპანია რუს მომწოდებლებზეა ორიენტირებული და პროდუქციას მთგან ყიდულობდა.
„ეს განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ 2021 წელს იმ კარტოფილის ჯიშები, რომლებიც კარტოფილი ფრისთვის გამოიყენება დეფიციტური იყო. ბოლო რვა წლის განმავლობაში რუს მომწოდებლებზე იყო დამოკიდებული და პროდუქტს მათგან ყიდულობდა. გარდა ამისა, შეუძლებელი გახდა იმ ბაზრებიდან იმპორტი, რომელიც შეიძლება გახდეს კარტოფილის დროებითი მიმწოდებელი საწარმოებისთვის რუსეთში, ”- განმარტავენ კომპანიაში.