ცხინვალში უკანასკნელ გზაზე გააცილეს დონბასში დაღუპული მოხალისე გიორგი (გიგუ) კორაევი
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიწას მიაბარეს უკრაინაში ომის დროს დაღუპული გიორგი კორაევი. იგი დონბასში საბრძოლო მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობდა.
"ეხო კავკაზას" ცმონით, სეპარატისტული რესპუბლიკის მოსახლეობამ, ისევე როგორც მთავრობამ, პრეზიდენტ ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, კორაევი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბრძანებით კორაევი სიკვდილის შემდგომ "მამულის დამცველის" სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა. გიორგი კორაევი 2022 წლის 7 მარტს ორ ამხანაგთან, მარატ ჯიოევთან და ვლადიმირ კოზაევთან ერთად დაიღუპა უკრაინაში, სადაც ისინი სეპარატისტების და რუსი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდნენ. კორაევს დედა და ორი ქალიშვილი დარჩა.