გენერალი მარკ მილი: დონბასი ჯერ დაკარგული არაა
აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს.
“ჯამში, ფასი მაღალია, მოგება კი ძალიან დაბალი. დანაკარგების მქონე დამქანცველი ომი მიმდინარეობს ლუგანსკში, დონბასის რეგიონში. თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი – დონბასი დაკარგულია თუ არა, გიპასუხებთ, რომ არა, ის ჯერ დაკარგული არაა. უკრაინელები რუსეთს მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის სათითაო ინჩისთვის ფასს ახდევინებენ”. – თქვა გენერალმა მილმა.
მისი თქმით, 90 დღიანი სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ რუსეთმა მთავარ მიზნად დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდება დაისახა მიზნად, თუმცა, ამ დრომდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხმელეთზე ძალიან მცირე პროგრესს მიაღწიეს. ამის მიუხედავად, გენერალმა მილმა აღნიშნა, რომ ბრძოლა დონბასისთვის ძალიან დაძაბულია.
“ძალიან დაძაბული ბრძოლაა და ძალიან ბევრი ძალადობაა – ათი ათასობით საარტილერიო გასროლა ყოველ 24 საათში, ძალიან დიდი დანაკარგი ორივე მხარეს, ძალიან ბევრი განადგურებული სოფელი და ა.შ”. – თქვაგენერალმა მილმა.