უჩვეულო აღმოჩენა კოლორადოს წყლებში
დედამიწის ყველაზე ღრმა წყლის წყაროები შეიძლება არ იყოს ისეთი ძველი, როგორსაც მეცნიერები ვარაუდობდნენ. კოლორადოს პლატოს სიღრმიდან აღებულ ნიმუშებზე დაყრდნობით, უძველესი ზღვების მარილწყლის ნარჩენები, რომლებიც მრავალი მიწისქვეშა სისტემის საფუძველს ქმნიან, შესაძლოა, არც ისე სრულყოფილად იყოს იზოლირებული გარე სამყაროსა და მისი მავნე ზემოქმედებისგან.
როდესაც მკვლევარებმა სცადეს რეგიონის პარადოქსის აუზის დათარიღება, ასე ეწოდება გეოლოგიურ სტრუქტურას, კოლორადოსა და იუტას შორის, მათ აღმოაჩინეს, რომ „ახალგაზრდა“ წყალი სამი კილომეტრის სიღრმეში იყო ჩაღვრილი. ახალი ნაკადი, სავარაუდოდ, ნალექით, თოვლის დნობით ან ბუნებრივი წყალშემცველი ფენებით წარმოიქმნა ჯერ კიდევ 400 000-დან 1.1 მილიონ წლამდე პერიოდის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ძალიან ხანგრძლივ პერიოდად მოგეჩვენოთ, წყალი წარმოუდგენლად სუფთაა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ აუზის ძირში მდებარე ზღვის წყალი, რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში გროვდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, როგორ ჩაიღვარა მტკნარი, ახალი წყლის გროვა ასე ღრმად, ასე სწრაფად?
„საგნები იქ უფრო დინამიურია, ვიდრე ჩვენ გვგონია“, – ამბობს გეოლოგი გრანტ ფერგიუსონი სასკაჩევანის უნივერსიტეტიდან. მოულოდნელი აღმოჩენები დაფუძნებულია იზოტოპური დათარიღების სპეციალურ ფორმაზე, რომელსაც შეუძლია გამოიკვლიოს დიდი ვადები, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე რადიოკარბონულ დათარიღებას.
ამ ტექნიკის გამოყენებისას 500 მეტრიდან 2,7 კილომეტრამდე სიღრმეზე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს წყლის ცირკულაცია. კერძოდ, ყველაზე ღრმა წყლები შეიცავდა შედარებით “ახალგაზრდა” კომპონენტებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაწილობრივ განზავდნენ ძველ, მარილიან წყლებში. ეს შეიძლება არ იყოს სხვა მიწისქვეშა სისტემებში, მაგრამ პარადოქსის აუზში ტოპოგრაფია ისეთია, რომ წყალს ადვილად შეუძლია ქვევით შეღწევა.
დაახლოებით, 10 მილიონი წლის წინ, ავტორების განმარტებით, კოლორადოს ზეგანმა მდინარის კალაპოტის ქვეშ ფართო ეროზიის პერიოდი განიცადა. შედეგები აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს უფრო ფრთხილად, მიწისქვეშა წყლის სისტემებთან მოპყრობისას. თუ პარადოქსის აუზი ასე ადვილად იშლება, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი დამაბინძურებლები სეპტიკური ავზებიდან, ნაგავსაყრელებიდან ან სასოფლო სამეურნეო სისტემებიდან შეიძლება მოხდეს მისი დაბინძურება.
ამჟამად მიწისქვეშა წყლები სასმელ წყალს აწვდის შეერთებული შტატების მესამედს და პრაქტიკულად მთელ სოფლის მოსახლეობას. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მიწისქვეშა წყლების ნიმუში აშშ-ში შეიცავდა დამაბინძურებელს, როგორც ადამიანის მიერ წარმოქმნილს, ისე გეოლოგიურს. მკვლევარები აცხადებენ, რომ საკითხი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის და ადგილის კვლევა ისევ გრძელდება.
კვლევა გამოქვეყნდა Geophysical Research Letters-ში.
წყარო: sciencealert.com