უკრაინაში დააპატიმრეს პუტინის მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი ცოლის აქტივები
უკრაინაში სასამართლომ ვლადიმერ პუტინის მეგობრის, უკრაინის სახალხო დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს დამატებითი აქტივები დააყადაღა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
ამჯერად დააკავეს კომპანიის კორპორაციული უფლებები, რომლის საწესდებო კაპიტალია 38 მილიონი უკრაინული ჰრივნა (1,2 მილიონი აშშ დოლარი), საბანკო ანგარიშზე რიცხული 1,3 მილიონი ჰრივნა (43,5 ათასი აშშ დოლარი), ორი მიწის ნაკვეთი (სამი და ხუთი ჰექტარი) და ორი სასტუმრო კომპლექსის შენობა (4,5 და 2,4 ათასი კვადრატული მეტრი).
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ეს აქტივები რუსეთიდან იმართებოდა. კომპანიის, სახსრების, ნაკვეთებისა და ქონების სასარგებლო მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქე ვიქტორ მედვედჩუკი და მისი მეუღლე ოქსანა მარჩენკო.
"სქემა ითვალისწინებდა რუსული ბანკებიდან თანხების გადარიცხვას უკრაინაში რეგისტრირებულ შპს-ს ანგარიშზე, რომლის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. ეს თანხა მიიღეს ივანო-ფრანკოვსკისა და კარპატისპირეთის რეგიონებში მდებარე ორი სასტუმრო კომპლექსის მოვლისა და გაქირავების საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც ოქსანა მარჩენკოს ეკუთვნის", - ნათქვამია უშიშროების სამსახურის ანგარიშში.
მედვედჩუკი უკრაინის სამართალდამცველებმა აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან შინაპატიმრობის პირობები დაარღვია და რუსეთში გაქცევა სცადა. OPZZh-ის ლიდერი, რომელიც რუსეთთან ახლო კავშირების მოწოდებებით გამოდიოდა, შარშან დააპატიმრეს, სახელმწიფო ღალატის და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებების საფუძველზე. 67 წლის მედვედჩუკი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მედვედჩუკის დაპტიმრებიდან მალევე უკრაინის სასამართლომ აკრძალა პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა, პარტია "სიცოცხლისთვის"
მედვედჩუკი, რომელიც შვებულებებს პუტინთან ერთად ატარებდა და პუტინი მისი შვილის ნათლიაა, ერთ-ერთი უმდიდრესი პირია უკრაინაში. მისი ქონება, Forbes-ის შეფასებით, 620 მილიონ დოლარს უტოლდება, ის მოიცავს ქონებას რუსეთის ენერგეტიკის სფეროში.
უკრაინამ მედვედჩუკს სანქციები 2021 წლის თებერვალში დაუწესა - გაყინა მისი ქონება და რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის სატელევიზიო მაუწყებლობიდან მოხნა სამი ტელეარხი, რომლებიც, უკრაინის მესვეურების თქმით, მედვედჩუკს ეკუთვნოდა.