პოლონეთი და ლიეტუვა არ შეამცირებენ აქტივობას უკრაინაში, ვგეგმავთ ვიზიტებს კიევში – ჩვენ არ დავნებდებით რუსეთის შანტაჟს
პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკრაინაში ჩასვლას კვლავ გეგმავენ.
ამის შესახებ პოლონეთის ლიდერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ორდღიანი უაღრესად ღირებული საუბრები მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან. ჩვენი ქვეყნები არ შეამცირებენ აქტივობას უკრაინაში, ორივენი ვგეგმავთ ახალ ვიზიტებს კიევში. ჩვენ არ დავნებდებით რუსეთის შანტაჟს”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე.