კამპანია, რომ აშშ და ევროპა საქართველოს ომში ჩათრევას და ქვეყანაში სისხლის გუბეების დაყენებას ცდილობდა, გრძელდება
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამას ადასტურებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილიც.
ამასთან, როგორც ბოკერია აცხადებს, ასეთი ხელისუფლების პირობებში არ არის გასაკვირი ის, რომ „ქართული ოცნება“ არ მონაწილეობს შეხვედრაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების საკუთარ ხედვას წარადგენენ.
„არ მიკვირს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდი არ მოვიდა. მმართველი გუნდისგან კამპანია იმის თაობაზე, რომ დასავლეთი, აშშ და ევროპა საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში სისხლის გუბეების დაყენებას ცდილობდა, გრძელდება. ეს კამპანია და ეს გზავნილი შეუთავსებელია თავისუფალ სამყაროში საქართველოს დაბრუნების ამოცანასთან. ვისაც შენი ომში ჩართვა და შენი მტრობა უნდოდა, მისკენ სვლა რატომ შეიძლება გინდოდეს. ამიტომ, სანამ ჩვენ ეს რეჟიმი გვყავს, რომელსაც ასეთი გზა აქვს არჩეული, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ შეხვედრაზე არ მოვიდა. საერთოდ არ უნდა გვქონდეს არანაირი ილუზიები ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. ყველა ჩვენი პარტნიორის რჩევას ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, ჩვენ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ეს შეიძლება შორიდან თუნდაც საუკეთესო პარტნიორებისთვის ჩანდეს. ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც ადასტურებს იმ გზავნილს, რომ დასავლეთი, აშშ და ევროპა საქართველოს სჯის იმიტომ, რომ გაბედული, მამაცი ადამიანის- ბიძინა ივანიშვილის ომში ჩათრევა ვერ მოახერხა. ამ ფონზე, იმის განხილვა, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელი იქნება ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება, ყველაფერი არის შეუძლებელი, სანამ ეს კაცი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ქვეყანას მართავს“,-განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.
ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას