პოლონეთი არმიის გასაძლიერებლად სამხეთკორეულ შეიარაღებას შეიძენს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა სამხრეთ კორეასთან შეიარაღების მიწოდების შესახებ შეთანხმების თაობაზე განაცხდა. შეთანხმების თანახმად, პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 980 ტანკს, 600-ზე მეტ თვითმავალ ჰაუბიცას და 48 გამანადგურებელს შეიძენს. ამ შეირაღებით პოლონეთი უკრაინისთვის გადაცემულ ტექნიკას ჩაანაცვლებს. პოლონეთის ხელისუფლების მტკიცებით აპირებენ „ევროპაში უძლიერესი სახმელეთო არმიის შექმნას“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენაძენის ფასი კი 14.5 მლრდ დოლარს შეადგენს.
K2 მოდელის 180 ტანკს სამხრეთ კორეელი მწარმოებლები პოლონეთში ჩაიტანენ. დანარჩენს კი პირდაპირ პოლონეთში ააწყობენ კორეული ლიცენზიით.
პოლონეთის შეიარაღების სააგენტოს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ კშიშტოფ პლატეკის თქმით, FA-50 ტიპის მსუბუქი გამანადგურებლებით Su-27 და MiG-29 -ების სწრაფად ჩანაცვლებაა შესაძლებელი.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მარიუშ ბლაშჩაკმა ადრე განაცხადა, რომ პოლონეთი აპირებს შექმნას ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმია ევროპის ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. იგეგმება სამხედროების რაოდენობის 150 000-დან 400 000-მდე გაზრდა. უნდა გაიზარდოს თავდაცვის ხარჯებიც, თუ დღეს პოლონეთის თავდაცვის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4%-ს შეადგებს გაისად ეს მაჩვენებელი 3% იქნება, მომავალში კი შესაძლოა 5%-ს მიაღწიოს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობა განაპოროება პოლონეთის მეზობელ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ.
"პოლონეთის არმია უნდა იყოს ისეთი ძლიერი და მრავალრიცხოვანი რომ მისმა არსებობამ აგრესორს შიში ჩაუნერგოს. კრემლი არ უტევს ძლიერებს - ის უტევს მაშინ, როცა სისუსტეს ხედავს", - თქვა ბლაშჩაკმა.