უცნაური და ანომალური არსება ზღვის სიღრმეში – მეცნიერების ახალი აღმოჩენა
კადრებმა, სადაც ნაჩვენებია წყნარ ოკეანეში მცურავი გიგანტური, უჩვეულო გარეგნობის საცეცებიანი არსება, მკვლევარებს გაუჩინა კითხვა, არის თუ არა ეს ორგანიზმი ახალი სახეობა.
მეცნიერთა ჯგუფმა შენიშნა უცნაური ცხოველი E/V Nautilus-ის ბორტზე, საექსპედიციო გემზე. მას იყენებს Ocean Exploration Trust, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ოკეანეების და ზღვების ღრმა კვლევებს.
თითქმის 2 მეტრის სიგრძის ყუნწიდან 40 სანტიმეტრის მანძილზე გაშლილი საცეცებით, რომელიც პოლიპს ეკლიანი ფურცლებივით აკრავს, არსება ძალიან უცნაურ, თავისუფლად მოცურავე ყვავილს წააგავდა. ეს ორგანიზმი კამერამ 7 ივლისს დააფიქსირა ჯონსტონ ატოლის ჩრდილოეთით, ადრე შეუსწავლელი ზღვის მთის მახლობლად.
მკვლევარები თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ საქმე ჰქონდათ Solumbellula monocephalus-თან, ასევე ცნობილი, როგორც Solumbellula sea pen. იგი არის Cnidaria-ს გვარის ნაწილი და მოიცავს მედუზების, ჰიდრას და მარჯნების სხვადასხვა სახეობებს. თუმცა, მანამდე აღნიშნული არსებაან მხოლოდ ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში შეუნიშნავთ. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ მკვლევარებმა მართლაც ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
როგორც ექსპედიციის წამყვანი მკვლევარი სტივ ოსკავიჩი ამბობს, მეცნიერებისთვის ეს კვლევა ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი დროდადრო იშვიათ აღმოჩენებს აწყდებიან, რაც კიდევ უფრო აფართოვებს მათ ხედვას წყალქვეშა სამყაროს და მისი მრავალფეროვნების შესახებ.
წყარო: Livescience