გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ევროპა ისე იყო მოწყობილი, რომ მშვიდობიანად უნდა ეცხოვრა“
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ევროპის ეკონომიკურად უმძლავრესი ქვეყნის საგარეო უწყებას შარშან დეკემბრის შემდეგ ხელმძღვანელობს. იგი Bündnis 90/Die Grünen-ის, მწვანეთა პარტიის წევრია. ის ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობდა და რადიო თავისუფალი ევროპისა და რადიო თავისუფლების ოფისს ეწვია.