პაკისტანში მომხდარ აფეთქებას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა
პაკისტანის ჩრდილოეთ ვაზირისტანის მომხდარ აფეთქებას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო შვიდი-დაშავდა.
სამხედრო ოფიცერმა ანონიმურობის პირობით რადიო “მაშაალს” უთხრა, რომ სამხედრო კოლონა ჩრდილოეთ ვაზირისტანის სათავო ოფისიდან, მირან შაჰიდან ქალაქ ბანუსაკენ მიემართებოდა, როცა ის პატასი ადას არეალში გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა.
დაშავებულებს შორისაა სამი ჯარისკაცი და ოთხი სამოქალაქო პირი, რომლებიც კოლონასთან ერთად ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონში გადაადგილდებოდნენ. დაუდგენელია, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, თუ გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ეს ინცინდენტი მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც თერიქ-ე-თალიბანის (TTP), იგივე პაკისტანური თალიბანის მილიტარისტული დაჯგუფების სამი სამხედრო ხელმძღვანელი გზისპირა ნაღმზე მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა.