უკრაინა ირწმუნება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებული რაკეტა თავად რუსებმა ისროლეს
უკრაინა უარყოფს, რომ კავშირი აქვს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დღეს მომხდარ აფეთქებებთან. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ბელგოროდიდან ხარკოვს ესროლეს 3 რაკეტა და მათგან ერთი რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქდა.
ბელგოროდში აფეთქებების შესახებ დილით იუწყებოდა ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი, რომელიც აცხადებდა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა.