გაიცვლება ერთი „სუპერ პუმა“ სამ ვერტმფრენში?
სანამ ბორჯომის ტყეში ხანძარს თურქული ვერტმფრენების დახმარებით ებრძოდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 9 წლის წინანდელ პირობას იმეორებდა - გავყიდით სააკაშვილის დროს „ფუფუნებისთვის“ ნაყიდ „სუპერ პუმას“ და მის ნაცვლად 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთო.