ყავის სასარგებლო თვისებები
ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი სასმელია, რომელიც ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით, ფოკუსირების და ენერგიის დონის ამაღლების უნარით. გარდა მისი ენერგიული ეფექტისა, ყავა ჯანმრთელობისთვის პოტენციურად სარგებელოც შეიძლება იყოს.
- მუხტავს სასარგებლო ენერგიით და ამცირებს დაღლილობის დონეს.
- ხელს უწყობს გონებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
- ზრდის ფიზიკური აქტივობის დონეს, რაც დაკავშირებულია ცხიმოვანი ფენის შემცირებასთან.
- ამცირებს დეპრესიის რისკებს.
- მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ყავის ზომიერი მიღება ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.
- ზრდის ადამიანის ამტანობის და თმენის უნარს.
ყავის ეს სასარგებლო თვისებები მხოლოდ მისი ზომიერად მიღების შემთხვევაში ვლინდება. ჭარბი რაოდენობა, რა თქმა უნდა, ზიანის მომტანია ჯანმრთელობისთვის.
წყარო/ფოტო: healthline.com