მსოფლიოს ყველაზე პატარა დინოზავრი
2007 წელს მონღოლეთის გობის უდაბნოში ჯულია კლარკმა, პალეონტოლოგმა ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს 70 სანტიმეტრის სიგრძის დინოზავრი Mahakala omnogovae, რომელიც ცხოვრობდა, დაახლოებით, 80 მილიონი წლის წინ. კიდევ ერთი დინოზავრი, რომელიც თარიღდება ცარცული პერიოდით, ანუ 146-65 მილიონი წლით, იყო პაწაწინა, სქელთავიანი მცენარისმჭამელი, სახელად Micropachycephalosaurus, ასევე სიგრძით 70 სმ.
ახალი აღმოჩენა, რომელიც ნაპოვნია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, სახელად Ambopteryx longibrachium, 32 სმ სიგრძისაა და დაახლოებით, 306 გრამს იწონის, განაცხადეს მკვლევარებმა 2019 წლის მაისში ჟურნალში Nature. ასევე იყო Parvicursor, “სუსტი მორბენალი”, ნაპოვნია მონღოლეთში და თარიღდება 72 მილიონი წლით. 38 სმ სიგრძის, იწონიდა 170 გრამზე ნაკლებს.
თუმცა, ზოგჯერ, ნამარხი ზომა შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი. 1970-იან წლებში ნაპოვნი არგენტინის პატარა დინოზავრის კუთვნილი ძვლები იმდენად პატარა იყო, რომ მკვლევარებმა სახელად „თაგვისებრი ხვლიკი“ უწოდეს. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩენებმა იმავე დინოზავრის გიგანტური ვერსიები გამოავლინა. მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ პირველად იპოვეს ამ სახეობის “ბავშვობის” ნამარხი და რომ მოზრდილები 113 კილოგრამამდე იწონიდნენ.
2018 წელს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა სამხრეთ კორეაში 110 მილიონი წლით დათარიღებული დინოზავრის მცირე კვალი იპოვა. თითოეული ნაკვალევი იყო მხოლოდ 1 სმ სიგრძის. ეს ნიშნავს, რომ დინოზავრები, რომლებმაც ეს კვალი დატოვეს, ბეღურაზე დიდი ზომის არ იქნებოდნენ, ნათქვამია მკვლევარების განცხადებაში. თუმცა, უცნობია, ნაკვალევი ზრდასრულ, მოწიფულ სახეობას ეკუთვნოდა, თუ მის “მცირეწლოვან” ვერსიას.
წყარო: livescience.com
ფოტო: bbc.com