რამდენ ხანს ცოცხლობს მტკნარი წყლის მარგალიტის მიდია
მტკნარი წყლის მარგალიტის მიდია, Margaritifera margaritifera, არის ორსარქველი, რომელიც ფილტრავს საკვების ნაწილაკებს წყლისგან. ისინი ძირითადად ცხოვრობენ მდინარეებსა და ნაკადულებში. გვხვდებიან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის აშშ-სა და კანადაში.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიხედვით ყველაზე ძველი მტკნარი წყლის მარგალიტის მიდია 280 წლის იყო. ამ უხერხემლოებს აქვთ ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლი დაბალი მეტაბოლიზმის გამო. მტკნარი წყლის მარგალიტის მიდია გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) თანახმად, მათი რაოდენობა მცირდება ადამიანთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორების და მდინარის ჰაბიტატების ცვლილებების გამო, რომლებზეც ისინი დამოკიდებულნი არიან. საშუალოდ, ამ სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 250 წელს აღემატება.
წყარო: livescience.com
ფოტო: shutterstock.com