"ვიწრო ვარ!" - რუსეთში ვიდეოკლიპს უჩივიან
საზოგადოებრივმა მოძრაობამ „რუსეთის სამოქალაქო კომიტეტი“ მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბასტრიკინს - დაიწყოს შემოწმების პროცესი ვიდეოკლიპისა „ვიწრო ვარ!“ ("Я узкий!"), ეროვნული ნიშნით ადამიანური ღირსების სავარაუდო განადგურების საფუძვლით.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, „რუსეთის სამოქალაქო კომიტეტის“ ლიდერი, არტურ შლიკოვი კლიპში ხედავს დამამცირებელ დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვინც თავს რუსეთის პარტიოტებად მიიჩნევენ.
შოუმენ ალექსანდრ გუდკოვის მიერ შექმნილი ვიდეოკლიპი „Я узкий!" სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის წარმოადგენს პაროდიას მომღერალ SHAMAN -ის (იაროსლავ დრონოვი) კლიპისა სახელწოდებით „რუსი ვარ!“ ("Я русский!"), რომელშიც ავტორი გამოხატავს სიამაყეს იმით, რომ წარმოადგენს რუს ხალხს. 4 სექტემბრისთვის, იუთუბარხზე, „Я узкий!"-ის 1,5 მილიონზე მეტი; ხოლო "Я русский!"-ს 12,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
თავად მომღერალმა SHAMAN-მა განაცხადა, რომ არა აქვს პრეტენზიები პაროდიის ავტორთან. ის ფიქრობს, რომ პაროდია მხოლოდ ხელს უწყობს ორიგნალი კლიპის პოპულარობას. ჯერჯერობით უცნობია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეაგირების შესახებ.
„რუსეთის სამოქალაქო კომიტეტის“ ლიდერი, არტურ შლიკოვი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ „Я узкий!" უწყინარ ვიდეოკლიპად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან მას შეუძლია რუსების „მოწამვლა ეროვნული ნიშნით“.