მედია: მამა თეიმურაზის სახლი გაძარცვეს. მძარცველებმა სასულიერო პირის სახლიდან ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის „თუმნიანი“ მონეტები წაიღეს
მამა თეიმურაზის სახლი გაძარცვეს.
მძარცველებმა სასულიერო პირის სახლიდან ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის „თუმნიანი“ მონეტები, ოქროს საათები, ბრილიანტის ბეჭდები და 36 000 დოლარი წაიღეს.
დეკანოზი ამბობს, რომ თანხას თვეების განმავლობაში ავტომობილის შესაძენად აგროვებდა.
„36 000 დოლარია წაღებული, მანქანა უნდა გვეყიდა რაჭისთვის“ , – ამბობს „ტვ პირველთან“ საუბრისას მამა თეიმურაზი.
სასულიერო პირის სახლის ძარცვის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის გიორგი გოგბერაშვილი დააკავა. დაკავებულს საქალაქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.