როსტოვში ქუჩებსა და უმაღლესი სასწავლებლების წინ სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა
რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქებში გამოჩნდა კერძოდ სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სარეკლამო გგანცხადებები და მოზრდილი ბანერები, რასაც მედია ამ რეგიონში "პუტინის მზარეულად" ცნობილ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებული კომპანიის საქმიანობას პოპულარიზებას უკავშირებს. ამასთან რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით განცხადებები "ვაგნერში" გაწევრიანების აშკარა მოწოდებას შეიცავს. აღნიშნული სარეკლამო განცხადებები ოპოზიციური პარტია "იაბლოკოს" ნოვოჩერკასისკის წარმომადგენლებმა მოსკოვის ქუჩაზე და ასევე რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის მახლობლად აღმოაჩინეს.
თუ გავითვალისწინეთ ნოვოჩერკასკის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაბირების კომპანიის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ამ ბანერების გამოჩენა ეჭვს იწვევს. სანქცირებულია თუ არა მსგავსი აგიტაცია ქალაქის ადმინისტრაციის მიერ? საქმის კურსში არიან თუ არა მსგავსი შეკრების შესახებ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და თუ კი, მაშინ რატომ არიან უმოქმედოდ", - აღნიშნეს "კავკაზ.რეალიისთან" საუბარში პარტია "იაბლოკოს" ნოვოჩერკასკის წარმომადგენლობაში.
სექტემბრის დასაწყისში რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის ჟურნალისტების მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა მედიაპროექტმა Vot-tak.tv-მ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულმა პეტერბურგელმა ბიზნესმენმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლად და სპონსორად მიჩნეულმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის როსტოვის ოლქში მდებარე ორი კოლონიიდან ათასამდე პატიმარი დაიქირავა.
გასულ კვირაში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი პირადად ახდენს მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთი კოლონიის პატიმრების საომრად გადაბირებას.
რუსეთი უკვე წლებია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში საომრად. "ვაგნერის" მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.