რუსეთმა საჰაერო სისტემები პეტერბურგიდან უკრაინაში გადაისროლა - ფინური გამოცემა Yle
რუსეთის უკრაინაში გადაისვრის სანქტ-პეტერბურგის მახლობლად დისლოცირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საზენიტო რაკეტებს. ამის შესახებ ფინური გამოცემა Yle წერს სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, რომლებიც ამტკიცებს ამგვარი შეიარაღების გადასროლის ფაქტს სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ მიმართულებით.
პეტერბურგიდან უკრაინის საზღვრამდე მანძილი 1000 კილომეტრზე მეტია.
გამოცემა Yle-ს თანახმად რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემის 14 ბაზა იცავდა. გამოცემა საჰაერო თავდაცვის ამ რაიონს აფასებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს რუსეთში. ამჟამად რამდენიმე ბაზა დაცარიელებულია ფინეთის განზრახვის ფონზე გაწევრიანდეს ნატოში, რომელსაც რუსეთის მტრულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
სამხედრო ექსპერტი მარკო ეკლუნდი მიიჩნევს, რომ საუბარი არ არის სანქტ-პეტერბურგის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან შესუსტებაზე, რადგან ბაზებიდან გაიყვანეს С-300-ი ტიპის მოძველებული კომპლექსები, ხოლო თანამედროვე С-400ები კვლავ თავის ადგილზე რჩება.
უკრაინელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთი ომში S-300-ებს იყენებს არა მხოლოდ როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არამედ როგორც "მიწა-მიწა" კლასის რაკეტებ, სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმებისთვის..