ყირგიზეთის ცნობით 36-მე გაიზარდა ტაჯიკეთის საზღვართან მომხდარ შეტაკებაში დაღუპულთა რიცხვი
ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 36-მდე გაიზარდა ტაჯიკეთის საზღვარზე მომხდარ ბოლოს შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვი. ამის გამო ყირგიზეთში 19 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
დაპირისპირების ეპიცენტრი იყო ბატკენის რეგიონი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა ორმხრივი შეტაკებები ცეცხლსასროლის იარაღისა და არტილერიის გამოყენებით. ტაჯიკეთის საზღვართან მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ყირგიზეთის ბატკენის რეგიონში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს, ამჟამად სასაზღვრო ზოლში ცეცხლი მთლიანად არის შეწყვეტილი..
დიდი შეტაკება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე 16 სექტემბერს მოხდა. მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს.
ტაჯიკეთის მხრიდან მოკლული და დაჭრილი მოქალაქეების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური, სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით, 7 დაღუპულის შესახებ იუწყება.