Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

"თბილისიმარათონის" გამო თბილისში გზებზე 25 სექტემბერს შეზღუდვები წესდება

"თბილისიმარათონი 2022"-ის გამართვის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება რამდენიმე საათით შეიზღუდება. შეზღუდვები იმოქმედებს 25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე.

თბილისის მერიის განმარტებით, დროის ამ მონაკვეთში მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდული იქნება და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ტრანსპორტი მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებს.

გარდა ამისა, გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მარჯანიშვილის მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან;

დამატებით, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასალის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.

"ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასალის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასალის ქუჩას და მოძრაობას კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ", - აცხადებენ მერიაში.

"თბილისიმარათონის" გამო დროებით, რამდენიმე საათით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოგიერთი ხაზის მიმართულებები:

N301, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულუას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გადაადგილდებიან ნინოშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ჩიტაიას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების საშუალებით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით, ჩიტაიას მოედანს დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ;

ავტობუსები: N306 და N308 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N342, N352, N358, N326, N314 და N311 ავტობუსები იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე; N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 ვაკიდან იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N337 იმოძრავებს აეროპორტიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, შემდეგ გადავა ქეთევან დედოფლის გამზირზე და მეტროსადგურ „ისნის“ გავლით, გზას დადგენილი სქემით, აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს;

ავტობუსი N331 კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და „ისნიდან“ უკან, კრწანისის ქუჩის მიმართულებით დაბრუნდება; N310 ავტობუსი იმოძრავებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან გმირთა მოედნამდე და უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდება; ავტობუსი N300 სადგურის მოედნიდან იმოძრავებს მარიჯანის ქუჩის მიმართულებით; N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან იმოძრავებს სააკაძისა და გმირთა მოედნების, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე“. უკუმიმართულებისას, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩების გავლით, ავტობუსი გადაინაცვლებს ჩიტაიას მოედანზე, შემდეგ კი, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებით თამარ მეფის გამზირს, გმირთა მოედანს, სააკაძის მოედანსა და გოთუას ქუჩას დაუკავშირდება;

ავტობუსი N333 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩისკენ იმოძრავებს, დაუკავშირდება ბუშის ქუჩას, რის შემდეგაც, ლეხ კაჩინსკის, ზურაბაშვილის, წურწუმიას ქუჩისა და ავლაბრის მოედნის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ევროპის მოედანს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს და იმოძრავებს წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაინაცვლებს და სვლას არსებული სქემით განაგრძობს;

N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ; მიკროავტობუსები: N532 და N541 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და შემდეგ უკან, დადგენილი სქემით; მიკროავტობუსები: N472, N534 და N540 ავლაბრის მოედნიდან გზას კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, შემდეგ ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან თამარ მეფის გამზირს და გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირს, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს გაივლიან, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან არსებული სქემით იმოძრავებენ;

N427 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან;

მიკროავტობუსი N480 იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; N536 მიკროავტობუსი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით, შემდეგ ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, თამარ მეფის გამზირს დაუკავშირდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის საშუალებით, მოძრაობას წერეთლის გამზირზე, დადგენილი სქემით განაგრძობს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельске завершился первый этап Кубка России по пляжному волейболу



Здоровье

7 мая - День борьбы с бронхиальной астмой






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Песков оценил отказы Запада от присутствия на инаугурации Путина

Сергей Собянин прибыл в Кремль на церемонию инаугурации Путина

Юлиана Княжевская: в Басманном районе построят дом по программе реновации


Москва

Патрулирование пожароопасных участков лесов провели в Подмосковье






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин: Судоверфь в районе Нагатинский Затон заработает в конце года



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Открытый московский фестиваль конного искусства и спорта пройдет на ВДНХ

Матч ЦСКА - "Рубин" завершился со счетом 2:2

К.ВАЛИЕВА, 23 КИТАЙЦА, WADA помогают раскрыть сеть секретных преступных отделов. Дело Скрипалей можно дополнить с пользой.


WTA

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Arrow GO 1.64



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России