რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკელი ვეტერანი, ხუთი შვილის მამა დაინ პარტრიჯი დაიღუპა
34 წლის პარტრიჯი, რომელიც 2007-2009 წლებში ერაყში მსახურობდა, 3 ოქტომბერს ლუგანსკის რაიონის სევეროდონეცკის მახლობლად სატანკო ცეცხლის ქვეშ მოექცა. ამერიკელმა მოხალისემ კისრის არეში მძიმე ჭრილობა მიიღო და ზაპოროჟიეს საავადმყოფოში მის გადასარჩენად სამხედრო ექიმები ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ.
დეინ პარტრიჯი 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. უკრაინაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი, როგორც გამოცემა განმარტავს, იმავე დღეს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გამოაცხადა, მაგრამ გარდაცვლილის ვინაობა არ დაუსახელებია.
აიდაჰოში დეინ პარტრიჯს ცოლი და ხუთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დეინ პარტრიჯი არის უცხოურ ლეგიონში მებრძოლი მეხუთე ამერიკელი მოხალისე, რომლის დაღუპვაც ოფიციალურად დადასტურდა. მანამდე უკრაინის დაცვას აშშ-ს კიდევ ოთხი მოქალაქე შეეწირა. ბრაიან იანგი და ლუკ ლიუციშინი ივლისში დაიღუპნენ, სტივენ ზაბელსკი – მაისში და ვილი კანსელი – აპრილში.