დევი მეზურნიშვილმა ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა
კაცი, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს, ორი ბავშვი გადაარჩინა, ,,ეკო სერვისის” თანამშრომელი დევი მეზურნიშვილია. ის ვაკის პარკში უფროსი მებაღეა.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
დევი მეზურნიშვილი