ალექსეი გონჩარენკო: მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ვთვლი, რომ ის პოლიტიკური პატიმარია
უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სააკაშვილი ძალიან არ უყვარს და ციხეში მისი ჯდომით ბედნიერია.
„მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ვთვლი, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ცხადია, ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილი ძალიან არ უყვარს და ბედნიერია, რომ ის ციხეში ზის. ეს ფაქტია, რომელიც არანაირ ეჭვს არ იწვევს“, – აცხადებს გონჩარენკო.