Telegraph: FBI-იმ ტრამპის რეზიდენციიდან ირანთან და ჩინეთთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან FBI-იმ საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო, რომლებიც ირანისა და ჩინეთის დაზვერვის ინფორმაციას შეიცავდა, – ამის შესახებ Telegraph-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„ზოგიერთი საიდუმლო მასალა შეიცავდა უკიდურესად მნიშვნელოვან დაზვერვის ინფორმაციას ირანისა და ჩინეთის შესახებ“, – აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტების სხვა პირების ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, რომ მათ ინფორმაცია მიეღოთ დაზვერვის ინფორმაციის შეგროვების იმ საიდუმლო მეთოდებზე, რომლებსაც შეერთებული შტატები იყენებს.