ლეგენდარული რომანების გახმაურებული ეკრანიზაციები
როცა საქმე ჩვენი საყვარელი რომანების ეკრანიზაციას ეხება, შეუძლებელია, გულგრილები ვიყოთ. ადაპტაციებზე საუბარი “ბეჭდების მბრძანებლით” უნდა დავიწყოთ. ჯ.რ.რ ტოლკინის ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია და პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ეკრანიზაცია, რომელმაც ოსკარის 30 ნომინაცია მოიპოვა. ეს ტრილოგია არავის ტოვებს იმედგაცრუებულს და 20 წლის შემდეგაც კი მაყურებლის ფავორიტია.
თომას კენილის რომანი “შინდლერის სია” და სტივენ სპილსბერგის ამავე სახელწოდებით გადაღებული შედევრი. ოსკარ შინდლერის ისტორია, რომელმაც ნაცისტური რეჟიმის მარწყუხებისგან 1000 ებრაელის სიცოცხლე იხსნა. დაუვიწყარი ემოციები და ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ.
სტივენ კინგის ნოველის მიხედვით გადაღებული “გაქცევა შოუშენკიდან” imdb-ს ფილმების რეიტინგში დღემდე პირველ ადგილს იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანად. დაუვიწყარი თავგადასავალი, ბრძოლა თავისუფლების მოსაპოვებლად და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ფილმი მაგალითია იმისა, რომ იმედი ყველაზე გამოუვალ ვითარებაშიც კი გვეხმარება ბედისწერის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“ნუ მოკლავ ჯაფარას”, პულიცერის პრემიის გამარჯვებული წიგნი და 3 ოსკარის მფლობელი ფილმი, რომლის გამოსვლის შემდეგ ნოველის 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
და ბოლოს “მებრძოლთა კლუბი”, ჩაკ პალანიკის სადებიუტო რომანი და დევიდ ფინჩერის საკულტო ნამუშევარი. ბრედ ბიტის, ჰელენა ბონემ კარტერის და ედვარდ ნორტონის საოცარი ტანდემი. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფილმია, რომელიც ძალიან მძლავრ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე.
წყარო/ფოტო: classicfm