ნიკოლოზ ვაშაკიძე - "არსებული ხელისუფლება საკმაოდ ღრმა და მნიშვნელოვანწილად გამოუსწორებელ კონფლიქტში შევიდა უკრაინის ხელმძღვანელობასთან"
"ევროპელი დემოკრატების" პოლიტსაბჭოს თვმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე თვლის, რომ უკრაინასთან "ნორმალური და მაღალი დონის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იძენს და აქვს კიდევაც. ამ ფაქტორის და კიდევ მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, უაღრესად აქტუალური ამოცანაა, რომ ხელისუფლება საქართველოში შეიცვალოს".