საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია ის ფაქტი, რომ მას სურს გაიგოს უფრო მეტი საკუთარი თავის შესახებ. ზოგიერთ ადამიანს ამისათვის განსაკუთრებულ გზად ასტროლოგია ესახება. მართალია, იგი ფსევდომეცნიერებად არის ცნობილი, თუმცა ძალიან პოპულარულია და უამრავი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს გარშემო.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ.
- ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მეტი პრეზიდენტი მორიელის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული.
- ყველაზე ძველი ჰოროსკოპი, რომელიც აღმოჩენილია, ძვ.წ. 410 წლით თარიღდება.
- ბევრი ცნობილი ადამიანი, რომელმაც ვარსკვლავური კარიერა ბავშვობაში დაიწყო, ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანია.
- ფორბსის სიაში მილიარდელების უმეტესობა სასწორის ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული.
- მსოფლიო ლიდერები უმეტესად მორიელები არიან.
- კათოლოკური ეკლესია ასტროლოგებს სიკვდლით სჯიდა.
- სინამდვილეში ასტროლოგიაში 13 ზოდიაქოს ნიშანია. “გველისმჭერის” სახელით ცნობილი ზოდიაქო მშვილდოსანსა და მორიელს შორის არსებობს, თუმცა ასტროლოგები მას ცალკე არ გამოყოფენ.
- ნენსი რეიგანი ოფიციალურ შეხვედრებს ზოდიაქოს კალენდრის მიხედვით აწყობდა.
- ყველაზე მეტი ადამიანი ქალწულის ნიშნის ქვეშ იბადება.
- ზოდიაქოს ნიშანი მთვარეში, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მზეში.
- კეპლერის კოლეჯში ასტროლოგიაში შესაძლებელია ხარისხის დაცვა.
წყარო/ფოტო: Best Life