ჰოლივუდის ოქროს ხანის უკანასკნელი სახე – ჯინას იტალიური ლეგენდა
ჰამფრი ბოგარტი ამბობდა, რომ მერილინ მონრო ჯინა ლოლობრიჯიდას ფონზე შერლი ტემფლის ჰგავდა.
ჯინა საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. იტალიური ლეგენდის მიხედვით, როდესაც მსახიობი ქვეყანას მოევლინა, ექთანმა თქვა, მასზე მსოფლიო ილაპარაკებს, თუმცა მაშინ ვერავინ მიხვდა, რამდენად ნამდვილი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს სიტყვები.
იგი მეამბოხე ბავშვი იყო. ჯინას მკაცრი მამა ჰყავდა, რომელიც კინოთეატრში წასვლას უკრძალავდა, თუმცა მომავალი ვარსკვლავი არასოდეს ამბობდა უარს თავის სურვილებზე. ძალიან უყვარდა რომანტიკული ფილმების ყურება. გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდა.
მსახიობი წარმოუდგებლად ლამაზი და მომხიბვლელი გარეგნობით გამოირჩეოდა. თუმცა მას ეს დისკომფორტს უქმნიდა, რადგან არ აღიქვამდნენ, როგორც სერიოზულ მსახიობს.
დროთა განმავლობაში მისი გავლენა გაიზარდა. მან ლეგენდარულ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, “კუზიანი ნოტრ-დამიდან”, “სოლომონი და შელბა”, “მოდი სექტემბერო”.
გარდა წარმატებული სამსახიობო კარიერისა ჯინა ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. მის ფირზე აღბეჭდილნი არიან პოლ ნიუმენი, სალვადორ დალი, ოდრი ჰეპბერნი, ელზა ფიცჯერალდი. იგი პოლიტიკითაც დაინტერესდა. კუბის ლიდერს, ფიდელ კასტროს, პერსონალური ინტერვიუ ჩამოართვა.
1999 წელს ჯინა ევროპულ პარლამენტში დემოკრატების კანდიდატის სტატუსით ცდილობდა შესვლას, თუმცა ეს ვერ განახორციელა. იგი მაჰათმა განდის იდეოლოგიით იყო გატაცებული და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ინდირა განდისთან.
მსახიობი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებიდან მას ერთი შვილი ეყოლა. ლოლობრიჯიდას ხმაურიანი რომანი ჰქონდა ბიზნესმენ ჰოვარდ ჰიუსთან, რომელიც ცნობილი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ურთიერთობით.
იტალიის ლეგენდა და მსოფლიოს ულამაზესი ქალი დღეს 95 წლისაა. იგი უკანასკნელი ცოცხალი მსახიობია ჰოლივუდის ოქროს ხანიდან.
წყარო/ფოტო: Factinate