Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

სიგარეტის ყველა კოლოფი ერთნაირი უნდა გახდეს. შეცვლის მთავრობის დადგენილება რეალობას? 

სიგარეტის ყველა კოლოფი ერთნაირი უნდა გახდეს. შეცვლის  მთავრობის დადგენილება რეალობას? 

სხვადასხვა ბრენდის სიგარეტის კოლოფები, რომლებსაც დღეს მწეველები შორიდანვე ცნობენ, პირველი იანვრიდან ერთნაირი გახდება. მთავრობის დადგენილებით, თამბაქო სადად უნდა შეიფუთოს, რომ ახალგაზრდებისთვის მოწევა რაც შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი გახდეს.

ყავისფერი კოლოფი, მხოლოდ ქართული წარწერითა და ფოტოთი, რომელზეც ან მომაკვდავი პაციენტია გამოსახული, ან განგრენისგან გაშავებული ფეხი, ან ყელის კიბოსგან დატოვებული იარები... ასეთი იქნება სიგარეტის და თამბაქოს სხვა ნაწარმის ყველა კოლოფი ორ თვეში. მომხმარებელი წარწერით თავის სიგარეტს მიაგნებს, თუმცა შეფუთვა თვალს არ გაახარებს. დადგენილება გრძელი და ტექნიკური სახელწოდებით - საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ  - მთავრობამ მაისში მიიღო.

 

„თამბაქოს ინდუსტრია შეფუთვას ახალგაზრდების მისაზიდად ვეღარ გამოიყენებს“, - ამბობს კახა ღვინიანიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი. მისი თქმით, სადა შეფუთვა ვეღარ მიიზიდავს მათ, ვისაც მოწევა არ დაუწყია, - „ახლა შეგიძლიათ უამრავი ფერისა და დიზაინის თამბაქოს პროდუქტი ნახოთ დახლებზე. ბავშვებში კვლევა ჩავატარეთ და ზედმიწევნით იციან, სად რა იყიდება და როგორი შეფუთვით“.  

თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ სიგარეტს სადა კოლოფში უკვე 35 ქვეყანა ფუთავს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ქვეყნებში მწეველების რაოდენობაც შემცირდა.  

„ორპროცენტიანი კლებაა“, - აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე და ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოსახლების 27 პროცენტი თამბაქოს ეწევა. მწეველებს შორის კაცების რაოდენობა ქალებისას რამდენჯერმე აღემატება. ძირითადად ეწევა საშუალო ასაკის მოსახლეობა, - „ბიზნესი დღემდე ცდილობს, ეს ნორმა კიდევ ერთხელ გადაავადოს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე გადაავადეს“.

25 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადავადების მიზეზი არ არსებობს, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ მთავრობის მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.

„საქართველოში იმპორტირებული თამბაქოს პროდუქტის 80%-ზე მეტი უკრაინიდან შემოდის. ნორმალურ პირობებშიც კი, ანუ უკრაინაში ომი რომ არ იყოს, ამ მცირე დროში ფიზიკურად შეუძლებელია ამ რეგლამენტის (კოლოფის დადგენილი ზომა, ფერი, ფორმა და ა.შ.) ამოქმედება. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო კომპლექსური გახდა“, - აცხადებენ „ფილიპ მორის საქართველოში“. კომპანია განმარტავს, რომ თუ ადრე ახალი შეფუთვისთვის გადაწყობა ერთ ქარხანაში სჭირდებოდათ, ახლა იმავე მიზნის მისაღწევად რამდენიმე ქვეყანასთან უნდა ითანამშრომლონ, - „თუ ეს ნორმა ძალაში დარჩა, აღნიშნული სიტუაცია თამბაქოს კონტრაბანდის სერიოზულ რისკებს  შექმნის“.

გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ თამბაქოს ინდუსტრიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ცვლილებებისთვის მომზადებულიყო.

„2018 წლის იანვარში უნდა შესულიყო ეს ნორმა ძალაში და ხუთი წლით გადაავადეს. ახლა უკრაინაში არსებული ტრაგიკული მდგომარეობით მანიპულირებენ. იქ რეალურად მხოლოდ ერთი საწარმოა გაჩერებული. დღემდე სწორედ უკრაინაში მზადდება ისრაელში გასატანი სადად შეფუთული თამბაქოს ნაწარმი“.

მისივე თქმით, მანამდეც სწორედ თამბაქოს ინდუსტრია ცდილობდა, კინოფილმებში, გადაცემებში, სპექტაკლებში მოწევის სცენები დაეტოვებინა, რაც გამოუვიდა კიდეც.

„სპექტაკლებში თამბაქოს მოხმარება აკრძალული იყო და 2018 წლიდან ისევ დაუშვეს. რაც შეეხება ტელევიზიებს, ბევრ ქვეყნაში ახალ ფილმებსა და გადაცემებში სიგარეტი არ ჩანს, ძველებში კი ამგვარ სცენებს ფარავენ. ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ გადაცემის თავსა და ბოლოში გაფრთხილებას უშვებენ“.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი აპირებს პარლამენტში დააყენოს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალისთვის თამბაქოს ინდუსტრიას კომპენსაცია - დაახლოებით მილიარდ-ნახევარი ლარი - დაეკისრება.

„UNDP-ის ეკონომისტებმა დათვალეს, თუ რა თანხა უჯდება საქართველოს მოსახლეობას მოწევისგან გაფუჭებული ჯანმრთელობის მკურნალობა - მილიარდ-ნახევარი ლარი. ეს თანხა თამბაქოს ინდუსტრიამ უნდა გადაიხადოს. 50 ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი წესი. ჩვენ მოვითხოვთ შვეიცარიის მოდელს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო თამბაქოს ინდუსტრიას კომპენსაციას აკისრებს იმ წილის მიხედვით, რაც მათ აქვთ ამ ბაზარზე. თანხა გადაირიცხება ბიუჯეტში და შემდეგ ჯანდაცვით და საგანმანათლებლო პროგრამებზე დაიხარჯება“, - ამბობს გიორგი ბახტურიძე.

8 მილიონი მსოფლიოში, 11 400 - საქართველოში - ჯანმოს წარმომადგენლის კახა ღვინიანიძის მონაცემებით, ამდენი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად. თამბაქოს მოხმარება იწვევს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებს, მათ შორის ფილტვის კიბოს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Две пары из Архангельской области зарегистрируют брак в рамках всероссийского свадебного фестиваля на ВДНХ



Мода

Делаем образ стильным при помощи одной яркой детали






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Москвич получил 13,5 года колонии за убийство жены и хранение наркотиков

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Совладелец группы «Макфа» потребовал 100 млн рублей от шоу Андрея Малахова

Крестивший Белоусова священник заявил о его честности и патриотизме


Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин объявил о начале сборки «Москвича» по технологии полного цикла



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Волочкова опровергла обвинения в алкоголизме




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве пройдет Братский кубок с "Динамо", ЦСКА и сербскими "Партизаном" и ОФК

Анонс выпуска городской газеты «Деловой Новочеркасск» №17 (185)

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро


Новак Джокович

Новак Джокович с позором вылетел с турнира в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России