Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მოსკოვს (მოშიმშილეთა) ცრემლების არ სჯერა

მოსკოვს (მოშიმშილეთა) ცრემლების არ სჯერა

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლით აფრიკისა და აზიის მოშიმშილე ქვეყნების ბედით ვაჭრობს. სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე მიტანილი იერიში მხოლოდ საბაბია მოსკოვის სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად. რუსეთი მარცვლეულისა და სურსათის კრიზისის გამწვავებით ცდილობს დასავლეთის დაშანტაჟებას და მოლაპარაკების დაწყებას კრემლისთვის მისაღები პირობებით. პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ამავე მიზანს ემსახურება რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშები უკრაინის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე - ელექროსადგურებსა და წყალსაცავებზე.

29 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლის ყურეში, როგორც მოსკოვი ამტკიცებს, 9 დრონმა და 7-მა საზღვაო ავტონომიურმა უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და მის ორგანიზებაში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს დასდო ბრალი, რაც კატეგორიულად უარყო როგორც კიევმა, ასევე - ლონდონმა, თუმცა ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია მოსკოვისათვის, 29 ოქტომბრის ტერაქტის საბაბით გასულიყო ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან. საუბარია, 2022 წლის 22 ივლისს, ერთი მხრივ უკრაინას, გაეროსა და თურქეთს, მეორე მხრივ კი, რუსეთს, გაეროსა და თურქეთს შორის დადებულ შეთანხმებებზე, რომელთა საფუძველზეც განახლდა შავი ზღვის პორტებით უკრაინიდან ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

2021 წელს უკრაინამ აწარმოა 33 მლნ ტონა ხორბალი, რაც მსოფლიო ბაზრის 12%-ია, სიმინდის მოსავალმა კი 40 მლნ ტონა (მსოფლიო ბაზრის 16%) შეადგინა. შესაბამისად, ბევრი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინული ხორბლის შეუფერხებელი მიწოდება.

2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე, რუსეთი ბლოკავდა უკრაინიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტს, რომლის განახლება მხოლოდ თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2002 წლის 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით მოხერხდა.

22 ივლისის მდგომარეობით უკრაინის პორტებში ბლოკირებული იყო 25 მლნ ტონა მარცვლეული. 120 დღით გაფორმებული შეთანხმების შედეგად, მარცვლეულის იმპორტისათვის გაიხსნა ოდესის, იუჟნისა და ჩერნომორსკის პორტები. 1 აგვისტოდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში უკრაინის ამ პორტებიდან 9 მლნ ტონა მარცვლეული იქნა გატანილი.

2022 წლის 30 ოქტომბერს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებით, ფაქტობრივად, დაბლოკა 218 გემის გადაადგილება.

უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის პრეზიდენტმა მიკოლა გორბაჩოვმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება დროებითია, რადგან უკრაინას მემორანდუმი გაფორმებული აქვს არა რუსეთთან, არამედ თურქეთსა და გაეროსთან, რუსეთი გავიდა ე.წ. სარკისებური მემორანდუმიდან, რომელიც მოსკოვს გაფორმებული აქვს გაეროსა და თურქეთთან და რომელთანაც უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ რუსეთთან არაფერზე ხელი არ მოგვიწერია. ერთობლივ კომისიებში რუსეთი ყოველთვის ცდილობდა გემების შემოწმების გაჯანჯლებასა და ბლოკირებას. სექტემბერში გადავტვირთეთ დაახლოებით 4 მლნ ტონა ხორბალი, ოქტომბერში კი მხოლოდ - 3 მლნ. თავიდან გასვლა-შემოსვლისას დღეში 7-8 გემი მოწმდებოდა, ბოლოს ეს მაჩვენებელი განახევრებული იყო... რუსეთი იმთავითვე ცდილობდა, ეს პროცესი გამოეყენებინა როგორც ზემოქმედებისა და გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. „აი, ხორბლის დერეფნით 9 მლნ ტონა ხორბალი უკვე გავიდა, ახლა მოდით და შემხვედრი ნაბიჯები გადადგით, გაითვალისწინეთ ჩვენი მოთხოვნები“. ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან შეეცდებოდა დერეფნის ბლოკირებას“, - ამბობს მიკოლა გორბაჩოვი.

უკრაინა, თურქეთი და გაერო (ისევე როგორც რუსეთი, გაერო და თურქეთი) შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მარცვლეულის დერეფანი 120 დღით, ნოემბრის ბოლომდე იმუშავებდა, თუმცა, როგორც უკრაინელი პოლიტოლოგი, ვოლოდიმირ ფესენკო ამბობს, შეთანხმებიდან რუსეთის ნაადრევი გასვლა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

„ჯერ კიდევ სექტემბერში პირადად პუტინი გამოხატავდა უკმაყოფილებას შეთანხმებით და პერიოდულად აყენებდა ხელშეკრულებაში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს. ასე რომ, ხელშეკრულებიდან გასვლაზე საუბარი დაიწყო სულ ცოტა 1,5 თვის წინ. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ მარცვლეულისა და სასურსათო კრიზისის თემით მოხდეს დასავლეთის დაშანტაჟება, რათა დასავლეთი ჩაითრიონ მოლაპარკების პროცესში, რომ დასავლეთი დათანხმდეს რაღაც კომპრომისს ომის შეწყვეტის პირობებში, რომ ყველაფერი დარჩეს უცვლელად, არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით, აიძულოს მოწინააღმდეგე მხარე დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთისთვის მისაღებით პირობებით. მარცვლეულის შეთანხმება მხოლოდ ინსტრუმენტია მსოფლიო თანამეგობრობის დასაშანტაჟებლად, თავისი მიზნების მისაღწევად. სევასტოპოლში გემების ამბავიც მხოლოდ საბაბია“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, რუსეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ბლოკირებით ასევე ცდილობს სურსათით დატვირთული გემების გაცილებაში რუსული სამხედრო ხომალდების ჩართულობის გაძლიერებასა და ოდესის პორტთან მიახლოებას:

„რუსეთის ინტერესებშია შეამციროს უკრაინული ხორბლის ექსპორტი, რათა ამის ხარჯზე გაზარდოს თავისი ხორბლის ექსპორტი, რომელშიც, ხშირ შემთხვევაში, მოპარული უკრაინული ხორბალი ურევია“.

რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინული ხორბლის მოპარვასა და მოპარულის გაყიდვას, რაც უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის პრეზიდენტის მიკოლა გორბაჩოვის თქმით, სულაც არ არის იოლი საქმე.

„საერთაშორისო მასშტაბით მოპარული ხორბლის გაყიდვა თითქმის შეუძლებელია. გემები, რომლებზეც ჩაიტვირთება მოპარული ხორბალი, ჩანს GPS-ის ერთიან სივრცეში. ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის იციან ამ გემებზე მყოფი მეზღვაურების გვარები. უკრაინის შსს-ს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ყველაფერი აღრიცხული აქვთ და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აუცილებლად მიიღებს კომპენსაციას მოპარული ხორბლისათვის. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთმა უკვე გაიტანა უკრაინიდან 0,5 მლნ ტონა ხორბალი, დაახლოებით 2 მლნ ტონა ხორბალი კი იმყოფება რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცდილობენ მალულად გაიტანონ, მათ შორის, ყირიმისა და დონეცკის მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი დაფიქსირდება. ეს არ დარჩება შეუმჩნეველი სიგარეტის კოლოფის ქურდობასავით“, - ამბობს მიკოლა გორბაჩოვი.

უკრაინის მარცვლეულის ასოციაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის წარმომადგენლები დღესაც იმყოფებიან „მარცვლეულის დერეფნის“ ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში და გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ დერეფნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებაზე, რასაც პოლიტიკურის გარდა, დიდი ეკონომიკური ეფექტიც ექნება:

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინელი ფერმერები ახლა თესავენ მარცვალს და მათთვის იქნება ძალიან პოზიტიური სიგნალი, რომ შეძლებენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას, რაც, თავის მხრივ, სათესი ფართობის გაზრდის სტიმულირებას მოახდენს“.

გაეროსა და უკრაინის გარდა, „მარცვლეულის დერეფნის“ მოქმედებითა და უკრაინული ხორბლის გატანით დაინტერესებულია თურქეთი, რომლის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განსახორციელებლად, მიუხედავად შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებისა.

„მაშინაც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ ვერ მიიღო სარგებელი, ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცე ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კაცობრიობის საკეთილდღეოდ“, - ერდოანის თქმით, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ შეამსუბუქა გლობალური სასურსათო კრიზისი, რადგან უკრაინიდან 9,3 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

რუსი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მარკ ფეიგინი ფიქრობს, რომ რუსეთი, თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, ვერ გარისკავს ერდოანისათვის ხელის შეშლას:

„თურქეთს აქვს აღებული პასუხისმგებლობა უკრაინის პორტებიდან გამოსული გემების უსაფრთხოებაზე, თან საუბარია სამოქალაქო გემებზე და არა სამხედროზე. ამ გემებზე თავდასხმა, იქნება თურქეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩართვის ტოლფასი. წავა ამაზე რუსეთი? თურქეთი მთავარი ჰეგემონია შავი ზღვის აუზში. სრუტეები, ფლოტი და ა.შ. თურქეთს აქვს უპირატესობა ყველაფერში, რათა დაიცვას უკრაინის ხორბლით დატვირთული გემები. საუბარია 250-მდე გემის გაყვანა-გაცილებაზე, რისი უფლებაც აქვს თურქეთს 22 ივლისის უკრაინასა და გაეროსთან გაფორმებული მემორანდუმით“, - ამბობს მარკ ფეიგინი, რომლის სიტყვების დასტურად, 31 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ 16 გემის გადაადგილების გეგმაზე. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, საუბარია იმ გემებზე, რომლებმაც უკრაინის აკვატორია უკვე დატოვეს და ამჟამად თურქეთის წყლებში იმყოფებიან.

გაერო, უკრაინა და თურქეთი ასევე შეთანხმდნენ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 40 გემის ინსპექტირებაზეც.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეფერხება, საკვებზე მსოფლიო ფასების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელი (35,2 ლიტრი) თითქმის 9 დოლარი გახდა. მოგვიანებით, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით. სააგენტო Bloomberg-ი წერს, რომ ფასების ზრდის შენარჩუნება გამოიწვევს გლობალური ინფლაციის გაძლიერებას და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შიმშილის პრობლემას გაამწვავებს. ფასების ეს ზრდა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლას უკავშირდება. გაეროს ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აფრიკის ქვეყნებში სურსათის მოსალოდნელი კრიზისის გამო.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

За три месяца по гаражной амнистии оформлено 197 гаражей и 395 земельных участков



Мода

Делаем образ стильным при помощи одной яркой детали






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Прогрессивные методы предсказания роста криптовалют на Бинанс — ИИ в действии

Привлекут всех членов семьи: как теперь суды будут рассматривать дела о банкротстве

Находящийся на ремонте теплоход «Ломоносов» загорелся в Архангельске


Москва

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова






Rss.plus
Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

ЮрКисс о черных списках «Русского Радио»: как туда попали SMAMAN, Тимати и Егор Крид




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Пензенские регбистки выиграли первенство России

В Москве пройдет Братский кубок с "Динамо", ЦСКА и сербскими "Партизаном" и ОФК

Турнир по бильярдному спорту «Кубок Мэра Москвы» продлится до 18 мая в столице


Новак Джокович

Теннисист Джокович раздавал автографы в шлеме после попадания бутылкой в голову



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Государственный театр танца Калмыкии «Ойраты» начал большой гастрольный тур по городам Крыма



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России