როგორ გავაბედნიეროთ საკუთარი თავი სტრესულ გარემოში
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა და ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია მისი შენარჩუნება. მთავარია განწყობა და მონდომება. მართლაც, ჩვენი ყოველდღიური რუტინა და ჩვევები, რომლებსაც მივდევთ ქმნის განწყობას და ეს თავის მხრივ, გავლენას ახდენს ბედნიერების ხარისხზე.
როდესაც კარგ ხასიათზე ვართ ვიღიმით, მაგრამ უნდა გავიღიმოთ მაშინაც, თუ რაიმე გვაწუხებს. სცადეთ ყოველ დილით, გაღვიძებისას, სარკეში ჩაიხედოთ და გაუღიმოთ საკუთარ თავს. ნელ-ნელა აღმოაჩენთ, რომ თქვენი განწყობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიში. ეს არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ ამცირებს სტრესს, შფოთვას, დეპრესიას და სისხლის მიმოქცევაზე დადებითად აისახება, რაც გონების მუშაობისა და სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში 15-20 წუთი ვარჯიშიც კი საგრძნობლად დაგეხმარებათ განწყობის შეცვლაში.
აგრეთვე სწორი ძილის რუტინა. უძილობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთელ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. უამრავი ორგანული პრობლემის გამომწვევი ხდება. დიდი ხნის განმავლობაში უძილობამ, შესაძლოა, ჰალუცინაციებიც კი გამოიწვოს. ეცადეთ გამოიძინოთ კარგად, 7-8 საათის განმავლობაში.
მიიღეთ ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით და ომეგა 3-ით მდიდარი საკვები. ჯანსაღი კვება მთავარი გასაღებია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რუტინის დასამკვიდრებლად. საჭიროა თქვენი სხეულის, გონების, კანის ჯანმრთელობისთვის.
დაკავდით საყვარელი საქმიანობით. გაიხსენეთ ძველი ან იპოვეთ ახალი ჰობი. ჩაერთეთ სოციალურ წრეებში და არ დაივიწყოთ მეგობრების, ახლობლების, ნათესავების მონახულება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასოდეს შეადაროთ არც თქვენი თავი და არც თქვენი პროგრესი სხვა ადამიანებს. ყოველთვის ფოკუსირდით საკუთარ წარმატებაზე და გახსოვდეთ, რომ წარმატება მხოლოდ კარიერული სიმაღლეების დაპყრობას არ ნიშნავს. ეს არის საკუთარ სისუსტეებსა და ცუდ ჩვევებზე გამარჯვების პროცესი, რომელიც თვითგანვითარების საშუალებას გაძლევთ.
წყარო/ფოტო: Health Line