ანა წითლიძე ნონა მამულაშვილის წასვლაზე: პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ენმ-ში ყოფნას უფრო მეტად იმსახურებენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ნონა მამულაშვილის მიერ პარტიის დატოვებაზე საუბრობს. მისი თქმით, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად იმსახურებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ყოფნას.
„ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ყველა ახალ კადრს, მოვიდეს პარტიაში, იპოვოს თავისი თავი, დამკვიდრდეს პოლიტიკაში და იბრძოლოს „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ. ვიღაცები ამას უძლებენ, ვიღაცები ამას ვერ უძლებენ. ნონა სულ რაღაც ერთი წელია, მოვიდა პარტიაში თუ წელიწად-ნახევარი, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად იმსახურებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ყოფნას. ვერ გავითვალისწინებ ახლა მისგან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამისგან დაიცალა“, – განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, ნონა მამულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და აღნიშნა, რომ პარტია დიდი ხანია პოლიტიკისგან დაიცალა.