იაგო ხვიჩია: ნონა გონიერი ადამიანია და მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულად გასაგებია
„ნონა მამულაშვილი გონიერი ადამიანია, შეუძლებელია, „ნაცმოძრაობაში“ არსებულ პრობლემებს ვერ ხვდებოდეს, ჩემთვის გასაგებია მისი იმედგაცრუება“, – ამის შესახებ „პარტია“ გირჩის წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ნონა მამულაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნონა გონიერი ადამიანია და შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობაში“ არსებობს და, ასევე, ამ პრობლემების გადაწყვეტის რაღაცნაირად გაჭიანურებას, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. აქედან გამომდინარე, მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულად გასაგები და ბუნებრივია“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.