ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლიც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, შედეგები მიულოცა. ღარიბაშვილმა მისალოცი ტექსტი ტვიტერზე გამოაქვეყნა.
"ბოლოდროინდელ არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს! ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს და დიდ წარმატებას ახალი ვადით ისრაელის მსახურებისას. ჩვენ მეგობრობას ღრმად არის გადგმული ფესვები წარსულში და ახლაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის", - წერს ღარიბაშვილი.
ისრაელში გამარჯვებულია პარტია "ლიკუდია" საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა.