რუსეთში აღადგინეს საბჭოთა მაცივრების „Мир“-ის გამოშვება
რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „Ростех“-მა 30-წლიანი ინეტრვალის შემდეგ მაცივარების „Мир“-ის გამოშვება განაახლა, ინფორმაცია კორპორაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „ПОЗиС“-ის გენერალური დირექტორი რადიკ ჰასანოვი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ხარისხით და საიმედობით გამორჩეულ მაცივრებს წარმატების გამეორების შანსი აქვს, მისი თქმით კომპანიას წელიწადში 600 ათასი მაცივრის გამოშვება აქვს დაგეგმილი.
სავაჭრო მარკის "Мир“-ის სახელწოდების პირველი მაცივარის "ДХ-120"-ის გამოშვება 1959 წლიდან დაიწყო.
მას შემდეგ რაც მაისში ფრამგულმა კომპანია Renault-მა რუსეთის ბაზარი დატოვა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ "რენოს" მოსკოვის ქარხანა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, „მოსკვიჩის“ მარკის ავტომობილებს გამოუშვებდა. მოგვიანებით ავტოქარახანას სახელი გადაარქვეს და მას „მოსკოვის საავტომობილო ქარხანა“ "მოსკვიჩი" უწოდეს, მისი ამუშავება დეკემბრიდან იგეგმება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ უცხოური კომპანიების 42%-მა რუსეთიდან გასვლის შესახებ განაცხადა, 40% -ი კვლავ აგძელებს მუშაობას, დანარჩენებმა ან შეაჩერეს და შეზღუდეს რუსეთში საქმიანობა. ნათქვამია გამოცემა Re: Russia-ს ინფორმაციაში. ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით სანქციების რვა პაკეტი აქვს მიღებული.