უკრაინაში მებრძოლი გუგა გაგნიძის პანაშვიდი ზესტაფონში მიმდინარეობს
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გუგა გაგნიძის პანაშვიდი მის მშობლიურ ქალაქში, ზესტაფონში მიმდინარეობს. ის საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს.
40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა. ის არის 23-ე ქართველი, რომელიც თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაიღუპა.
გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ჯგუფი, რომელშიც ქართველი მებრძოლიც იმყოფებოდა, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ალყაში მოხვდა.
უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ 23 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საქართველოს საელჩო უკრაინაში ჩართულია 24-ე დაღუპულის, ლევან სახელაშვილის გადმოსვენების პროცედურებში.