პრეზიდენტი მიესალმება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას. პრეზიდენტმა ამის შესახებ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი", - აცხადებს პრეზიდენტი.
თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა - ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.
საბჭოს სხდომა არ გამართულა, მათ შორის არც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ბოლო სხდომა თითქმის ერთი წლის წინ, 13 დეკემბერს გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დროს, 14 მარტს თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.