ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. შემთხვევა სოფელ დოლოგანთან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები ბათუმისა და ქედის კლინიკებში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
ადგილზე სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.