ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის მიზანი რუსეთის დასუსტება, დაშლა და განადგურებაა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის დასუსტებასა და დაშლას ცდილობს.
მისივე თქმით, რუსები თავიანთ სამშობლოს დღესაც ისე დაიცავენ, როგორც მათი „გმირი“ წინაპრები.
„ისინი საკუთარ ინტერესებს ატარებდნენ, დაასუსტეს და დაარღვიეს ისტორიული რუსეთი. დღეს კი მუდმივად აწვდიან უკრაინას იარაღს, იქ დაქირავებული ჯარისკაცები გადაჰყავთ, მათ ხარჯზე ისინი აღწევენ თავიანთ გეოპოლიტიკურ მიზნებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ უკრაინელი ხალხის ინტერესებთან. მათი მიზანია რუსეთის დასუსტება, დაშლა და განადგურება. ეს მცდელობები გრძელდება, თუმცა ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ამას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი გმირი წინაპრები აკეთებდნენ“, – განაცხადა პუტინმა.