მედია: კრემლი ახალ იდეოლოგიურ საყრდენს ეძებს
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკური ბლოკი რეგულარულად იწვევს კრემლში ულტრაკონსერვატიულ იდეოლოგებს, რომელთა შორის არიან ალექსანდრ დუგინი, ალექსანდრ პროხანოვი, ვარდან ბაღდასარიანი, კონსტანტინ მალოფეევი და სხვები. ამის შესახებ წერს საინფორმაციო პორტალი „მედუზა“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებსა და რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ანონიმურ წარმომადგენლზე დაყრდნობით. წყაროების მიხედვით, ეს ადამიანები არ მონაწილეობენ ტექნიკური საკითხების გარჩევებში, კრემლი მათ სულ სხვა ფრონტზე საბრძოლველად იყენებს.
„მათთან კერძო საუბრები და შეხვედრები მიმდინარეობს კონკრეტულ იდეოლოგიურ საკითხებზე – როგორია რუსეთის მიზანი, რა სურს რუსეთს“, – ამბობს კრემლთან დაახლოებული წყარო.
- ალექსანდრე დუგინი – ევრაზიანიზმის იდეოლოგი, პოლიტოლოგი, “რუსული სამყაროს” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარდამჭერი. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ლობირებს ევრაზიული კავშირის შექმნის იდეას. დუგინის აზრით, ევრაზიური კავშირი უნდა მოიცავდეს ყოფილი სსრკ-ს ყველა ქვეყანას. გარდა ამისა, დუგინის თეორ
- ალექსანდრე პროხანოვი – იმპერიული შეხედულებების რუსი “პატრიოტი” მწერალი, გაზეთ “ზავტრას” მთავარი რედაქტორი. 1991 წელს იყო საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) მხარდამჭერი. ავტორია ე.წ. “ატომური მართლმადიდებლობის” კონცეფციისა. პროხანოვის განმავრტებით, “ატომური მართლმადიდებლობა” ესაა სახელმწიფო, რომელიც აერთიანებს საბჭოთა სტალინიზმისა და მართლმადიდებლური “მეფის რუსეთის” ნიშან-თვისებებს.ა აგებულია რუსეთისა და „კოლექტიური დასავლეთის“ დაპირისპირების ირგვლივ. დუგინს ასევე ადანაშაულებენ, ფაქტობრივად, ფაშისტური შეხედულებების გაზიარებაში.