აბსურდის ფილოსოფია, ნობელის პრემია და თაობის სათქმელი – ალბერ კამიუ იუბილარია
ფრანგი ფილოსოფოსი, რომელსაც სხვანაირად თაობის ხმას ეძახიან, ალჟირში დაიბადა, 1913 წელს. მან ბავშვობა ღარიბ უბანში გაატარა. მამამისი პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპა, კამიუ დედამ გაზარდა. ახალგაზრდობაში იგი გატაცებული იყო თეატრით და ფეხბურთით. თუმცა ტუბერკულიოზით დაავადების გამო ამ საქმიანობის გაგრძელება ვერ მოახერხა.
ალბერს ალჟირის საფრანგეთისგან გათავისუფლება და ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა სურდა, ამიტომ დაინტერესდა მარქსისტული იდეოლოგიით და შევიდა კომუნისტურ პარტიაში, თუმცა მოგვიანებით დაუფარავად დაგმო და უარყო კომუნიზმი.
მწერალი ომის წლებში საფრანგეთში დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა, რომელიც იატაკქვეშა გაზეთს გამოცემდა. ალბერი მისი რედაქტორი გახდა. თუმცა 1947 წელს გამოცემა დატოვა და ამ პერიოდშივე გაიცნო ჟან პოლ სარტრი.
მან იმოგზაურა აშშ-ში, სადაც ფრანგულ ექზისტენციალიზმზე ლექციებს კითხულობდა. კამიუ პოლიტიკური მემარცხენე იყო, თუმცა კომუნისტურ დოქტრინას მძაფრად აკრიტიკებდა, ამის გამო მან სარტრიც გაანაწყენა.
1949 წელს მისი დაავადება გართულდა და ორი წელი სანატორიუმში განმარტოებით გაატარა. შემდეგ მან გამოაქვეყნდა “ამბოხი”, ფილოსოფიური ანალიზი ამბოხსა და რევოლუციაზე, სადაც დაუფარავად უარყო კომუნიზმი. ამ ნაბიჯმა უამრავი კოლეგა აღაშფოთა საფრანგეთში, რის გამოც მწერალს ყოფილ თანამოაზრეებთან განხეთქილება მოუვიდა. ამან კამიუ დეპრესიაში ჩააგდო და ეცადა პოლიტიკას პიესების თარგმნით გაქცეოდა.
ალბერის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები აბსურდსა და სამყაროს არსში ჩაწვდომის სურვილს უკავშირდება. სწორედ ეს მცდელობები და საკუთარ თავთან განხეთქილებები აღწერა მან ყველაზე ცნობილ ნაშრომში “სიზიფეს მითი”. ამის გამო მას ახასიათებენ, როგორც აბსურდისტს და არა, როგორც ეგზისტენციალისტს. ასევე გატაცებული იყო და არ მალავდა თავის დადებით დამოკიდებულებას ანარქიზმის მიმართ.
ნობელიანტი მწერლის ბოლო ნამუშევრები მთლიანად თავისუფალია რელიგიური თუ კომუნისტური დოგმებისგან და ჰუმანურ ლიბერალურ იდეებს განავითარებს. კამიუ საფრანგეთის ელჩია მთელ მსოფლიოში, რომლის სახელიც საუკუნის შემდეგაც კი ცოცხალი და უკვდავია.
წყარო/ფოტო: Britannica