უკრაინაში „მედესანტე მამაო“ - მიხაილ ვასილიევი მოკლეს
რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომში 6 ნოემბერს მოსკოვის ეპარქიის მღვდელი, მიხაილ ვასილიევი დაიღუპა. მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირი „სპეციალური ოპერაციის ზონაში“ ქალაქ ხერსონთან, თავისი „მოძღვრული მოვალეობის შესრულების დროს“ დაიღუპა.