ანდრეი ერმაკი: არ გავჩერდებით, სანამ 1991 წლის საზღვრებს არ მივაღწევთ
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ 1991 საზღვრებს არ მიაღწევს.
მისივე თქმით, რუსეთს მეტი ჯარისკაცი ჰყავს, თუმცა რაოდენობა ხარისხზე ყოველთვის ვერ იმარჯვებს.
„პირველმა მსოფლიო ომმა აჩვენა, რომ მილიონობით სიცოცხლე შეიძლება დაიკარგოს სანგრების ომში. ახლა რუსები იმავეს აკეთებენ, როცა ათასობით საკუთარ ჯარისკაცს სასიკვდილოდ აგზავნიან. მკვდრების დათვლა და შემდეგ მათი დავიწყება – ეს არის რუსეთის ომის მთელი არსი, მაგრამ რაოდენობა ვერასდროს გაიმარჯვებს ხარისხზე და ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ 1991 წლის საზღვრებს არ მივაღწევთ“, – განაცხადა ერმაკმა.