რატომ ეძახიან ნოემბრის სავსე მთვარეს “თახვის მთვარეს”
ნოემბრის სავსე მთვარე, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ თახვის მთვარეს, ყინვაგამძლე მთვარეს ან თოვლის მთვარეს, ამოვა სამშაბათს, 8 ნოემბერს. Nasa-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სავსე მთვარე პიკს აღწევს სამშაბათს დილით, მთვარე კვლავ სავსე და კაშკაშა გამოჩნდება დაახლოებით სამი დღის განმავლობაში, 7 ნოემბრის დასაწყისიდან 10 ნოემბრის დასაწყისამდე.
დაბნელების დროს მთვარე მიიღებს ჟანგიან წითელ შეფერილობას, სწორედ ამის გამო, მას ზოგჯერ სისხლიან მთვარესაც უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ სამშაბათს ცის სანახაობას შეიძლება ეწოდოს “თახვის სისხლიანი მთვარე”.
რატომ “თახვი”? ადგილობრივი ამერიკელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ბუნების სიმბოლიკას. შემოდგომის შუა პერიოდში თახვები ტრადიციულად ზამთრისთვის იწყებენ მზადებას და თავს თავიანთ სოროებს აფარებენ. სახელწოდებაც აქედან იღებს სათავეს.
სავსე მთვარე 30 დღეში ერთხელ ამოდის, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე უხილავ, 180 გრადუსიან ხაზს უსწორდებიან. მთვარის ორბიტა განსხვავდება დედამიწის ორბიტადან დაახლოებით 5 გრადუსით, ამიტომ მთვარე, როგორც წესი, ოდნავ უფრო მაღალი ან დაბალია, ვიდრე დედამიწის ჩრდილი, რაც საშუალებას აძლევს მზის სხივებს გაანათოს დედამიწისკენ მიმართული მხარე. შემდეგი სავსე მთვარე, რომელიც 2022 წლის ბოლო სავსე მთვარე იქნება, ამოვა 7 დეკემბერს. მისი სახელწოდება იქნება “ცივი მთავრე”.
წყარო/ფოტო: Live Science