ქეით მიდლტონი საშობაო ღონისძიებას უმასპინძლებს
ქეით მიდლტონი ოფიციალურად იწყებს ახალ საშობაო ტრადიციას!
პარასკევს ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ უელსის პრინცესა ზედიზედ მეორედ უმასპინძლებს სადღესასწაულო კონცერტს ვესტმინსტერის სააბატოში.
სადღესასწაულო ღონისძიება დაგეგმილია 15 დეკემბერს, სადაც გაერთიანდებიან სამეფო ოჯახის წევრები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, მოხალისეები, ფრონტის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, რათა მათ “ერთობლივად გაიზიარონ სიხარული, რომლის მოტანაც ადამიანურ კავშირს შეუძლია”.
წლევანდელი საშობაო კონცერტი ასევე პატივს მიაგებს გარდაცვლილ დედოფალ ელიზაბეტ II-ს. მონარქი სექტემბერში, 96 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამ სოციალური მოვლენის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იმ ღირებულებების გამოხატვაა, რომელსაც დედოფალი თავისი ცხოვრებისა და მმართველობის განმავლობაში იცავდა, თანაგრძნობა, თანაგანცდა და სხვების მხარდაჭერა.
სასახლის წერილში ნათქვამია, რომ ყველა მიწვეული ადამიანი იმავე პრინციპებს იზიარებს. ისინი შეეცდებიან დაეხმარონ და იზრუნონ გარშემომყოფებზე.
პრინცესა ქეითის მიერ სამეფო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებული ღონისძიება აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე თემებს, მიესალმება ყველა რელიგიის და შეხედულების ადამიანს. უძველესი სააბატო იქნება გაფორმებული სადღესასწაულო სულისკვეთებით, რომელიც გაფორმებული იქნება Abbey Choir-ის მუსიკით, ასევე სხვა სპექტაკლებითა და ღონისძიებებით. კონცერტის გადაღება შესაძლებელი იქნება და მაყურებელი ITV-ზე შობის ღამეს იხილავს.
წყარო/ფოტო: People