სურს ნატოში, დაელაპარაკებოდა რუსეთს, მოსწონს პატრიარქი - ამომრჩევლის პორტრეტი IRI-ის კვლევიდან
IRI-ის კვლევა, რომელმაც ბოლო დღეებში საგანგებო ინტერესი და ხმაური გამოიწვია, დამკვირვებლების აღქმით, საკმაოდ არაერთგვაროვან და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ სურათს ხატავს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკური არითმეტიკის და იმის განსჯის საგნადაც იქცა - ვის ვინ (არ) მოსწონს.