Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რუსეთი ხერსონს ტოვებს! რა იქნება შემდეგ?

რუსეთი ხერსონს ტოვებს! რა იქნება შემდეგ?

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ორგანიზების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ძალების სარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის მოხსენება, რომლის თანახმად, ქალაქ ხერსონის შემდგომი შენარჩუნება რუსეთის არმიას და ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას კატასტროფით ემუქრებოდა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კახოვკის კაშხლის მძლავრი სარაკეტო დაბომბვის შემთხვევაში და თუ კიევის რეჟიმი გაზრდიდა წყალსაცავიდან წყლის გაშვებას, ამას შეეძლო გამოეწვია წყლის მძლავრი ნაკადით ფართო ტერიტორიის დატბორვა. ეს დამატებით საფრთხეს შეუქმნიდა ხერსონის მოსახლეობას და გამოიწვევდა ჩვენი ჯარების დაჯგუფების სრულ იზოლაციას დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. ამ ვითარებაში ყველაზე უფრო მიზანშეწონილ ვარიანტს წარმოადგენს თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე“, - უპატაკა გენერალმა სუროვიკინმა რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც რუს სარდალს ხერსონის სასწრაფოდ დატოვება უბრძანა.

ამგვარად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მძლავრი კონტრშეტევის შედეგად, რუსეთი იძულებული ხდება დატოვოს მის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ერთადერთი უკრაინული საოლქო ცენტრი, რომელიც უკანონო რეფერენდუმის შედეგად სექტემბრის ბოლოს თავის ტერიტორიად გამოაცხადა.

სამხედრო თვალსაზრისით, ხერსონიდან უკუსვლა უკრაინის არმიას გზას უხსნის დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ, რომლის დაბრუნებასაც, უკრაინის არმიის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ კირილ ბუდანოვის აზრით, კიევი მომავალი წლის გაზაფხულზე შეძლებს.

თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ ხერსონის დატოვებით, რუსეთი შესაძლოა რაიმე მზაკვრული ქმედებისთვის ემზადებოდეს.

„ეს ნიშნავს რუსეთის დაჯგუფების სრულ კატასტროფას“

ის, რომ რუსეთი სუსტად დაცული ხერსონიდან ჯარების გაყვანისათვის ემზადებოდა, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში წერდა.

გარდა ამისა, ამ ვარაუდს ადასტურებდა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი, რომელმაც 3 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, გადაინაცვლებენ მდინარე დნეპრის მარცხენა, აღმოსავლეთ ნაპირზე და ქალაქ ხერსონის მცხოვრებთ რაც შეიძლება სწრაფად ევაკუაციისკენ მოუწოდა.

კირილ სტრემოუსოვის ეს განცხადება გამართლდა, თუმცა თავად იგი რუსეთის ჯარების დაჯგუფების დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან გასვლას ვეღარ მოესწრო. ის 9 ნოემბერს ხერსონიდან უკუქცევის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე  ავტოავარიაში დაიღუპა.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით კი, სტრემოუსოვი დაიღუპა რუსეთის მიერ დაკავებული პოზიციების წინააღმდეგ უკრაინის ჯარების იერიშის დროს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო ძლიერდებოდა და რუსეთის დაჯგუფება დიდი დანაკარგის ფასად გაჭირვებით ახერხებდა თავდაცვითი ხაზის შენარჩუნებას მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.

„სინამდვილეში ხერსონის ოლქში მდებარე, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის გადაწყვეტილება რუსეთის სამხედრო სარდლობას უნდა მიეღო ჯერ კიდევ ივლისში, როდესაც უკრაინის არმიამ ამერიკული სისტემა HIMARS-ი მიიღო და სრული საცეცხლე კონტროლი დაამყარა მდინარე დნეპრზე მდებარე ყველა გადასასვლელსა და ხერსონის ოლქის მთელ მარჯვენა სანაპიროზე. მაგრამ პუტინისათვის მნიშვნელოვანი იყო მარჯვენა ნაპირზე ჯარების ყოფნა, ვინაიდან მან ხერსონის ანექსიის გამოცხადება გადაწყვიტა. ახლა კი მათ მიიღეს ის, რასაც იმსახურებენ. ანუ დაჯგუფების მთლიანად განადგურების საფრთხე. ამჟამად დნეპრის მარჯვენა ნაპირზე დაახლოებით 20-ათასკაციანი რუსული სამხედრო დაჯგუფება იმყოფება. თუ რამდენი მათგანი შეძლებს გაქცევას და მდინარე დნეპრის გადალახვას, რომელიც იქ საკმაოდ ფართოა, ამას სულ მალე დავინახავთ. გამოჩნდება, რამდენი შეძლებს გადარჩენას და რამდენი ჩაბარდება ტყვედ. მაგრამ ეს ნიშნავს დაჯგუფების სრულ განადგურებას. ეს არის ამ მიმართულებაზე რუსეთის არმიის კატასტროფა. აქ იმყოფებოდნენ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი სამხედრო ნაწილები. ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პუტინის ბრძანებით გამოისროლეს რამდენიმე მძლავრი დანაყოფი, მათ შორის სადესანტო ბრიგადა, რომელიც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა უკრაინელი სამხედროების იერიშებს და ივლისიდან მოყოლებული, ისინი გააფთრებით იცავდნენ თავს. მაგრამ მათ მოქმედებას არც ოპერატიული და არც სტრატეგიული თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნდა, რადგან დნეპრის მარჯვენა ნაპირზე რუსეთის დაჯგუფებას თავი კი არ უნდა დაეცვა, არამედ, კრემლის ჩანაფიქრით, იერიშები უნდა განეხორციელებინა კრივოი როგის, ოდესისა და ნიკოლაევის მიმართულებით, რაც შექმნილ ვითარებაში მათ ვერ შეძლეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსმა, უკრაინის „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა.

ოქტომბრის მეორე ნახევარში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მცხოვრებლებს შესთავაზა, მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. გავრცელებული ცნობებით, ხერსონიდან ევაკუირებული იყო რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებები, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მოღვაწეთა ძეგლები, თავად გრიგორი პოტიომკინ-თავრიდელის ნეშტი. ადმინისტრაციული შენობებიდან ჩამოხსნეს რუსეთის დროშები.

9 ნოემბერს კი, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ხერსონის ოლქში მყოფი ჯარების მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაყვანა შესთავაზა.

შოიგუსადმი თავის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა, სუროვიკინმა დაასახელა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომარაგების პრობლემები. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ჯარების ნაწილი სხვა მიმართულებებზე ამოქმედდება. სუროვიკინის თქმით, დნეპრზე პოზიციები გამაგრებულია. იტყობინებიან ასევე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშების შესაჩერებლად, რუსეთის სამხედროებმა მდინარე დნეპრზე რამდენიმე ხიდი ააფეთქეს.

ასეა თუ ისე, რუსეთის არმია ტოვებს ხერსონს, რომელიც რუსეთის არმიის მიერ 24 თებერვლის ინტერვენციის შედეგად ოკუპირებული ერთადერთი საოლქო ცენტრია უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, აქტუალურია შეკითხვა, რა უნდა მოიმოქმედოს უკრაინის არმიამ ხერსონიდან, უფრო ზუსტად, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის არმიის დაჯგუფების გასვლის შემდეგ? უნდა განაგრძოს მყისიერი შეტევა ყირიმისკენ თუ შექმნას პლაცდარმი სხვა მიმართულებებზე იერიშებისთვის?

„რა თქმა უნდა, უკრაინის არმიისთვის ხერსონიდან მტრის ძალების გასვლა არის დიდი წარმატება. ახლა უკრაინის არმიის ის ნაწილები, რომლებიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე იყვნენ დაბანაკებულნი, ხერსონის ამ ტერიტორიის გაწმენდის და დნეპრის გასწვრივ ფრონტის სტაბილიზაციის შემდეგ, არ დაიწყებენ დნეპრის ფორსირებას. ეს, ჩემი აზრით, არ მოხდება. არამედ მიმართული იქნება ფრონტის სხვა მიმართულებაზე, მაგალითად, როგორც თქვენ თქვით, მელიტოპოლზე, მარიუპოლზე, დონბასისა და ლუგანსკის ოლქებზე. ანუ შესაბამისად, რუსეთის არმიისათვის მოვლენები ძალზე, ძალზე არასასურველი სცენარით განვითარდება“,  - ამბობს სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი.    

„ეს ამბავი შთამაგონებელია“, - იენს სტოლტენბერგი

ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის არმიის მიერ ხერსონის დატოვების ცნობას გამოეხმაურა, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგია. მან განაცხადა, რომ ხერსონთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება ნაადრევად მიაჩნია, თუმცა გაიხსენა, რომ უკრაინის არმიამ მანამდეც რამდენჯერმე აიძულა რუსეთის ჯარს მის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, მაგრამ დაველოდებით და შევხედავთ, თუ რა მოხდება იქ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის არმია ჯერ კიევიდან უკუაქციეს, შემდეგ ხარკოვიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში, ახლა კი ვხედავთ, რომ უკრაინელებმა რუსეთის ძალების უკუქცევა სამხრეთიდან, ხერსონიდანაც შეძლეს. ეს შთამაგონებელია, როცა ხედავ ახალი და ახალი ტერიტორიების გათავისუფლებას“, - განაცხადა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ეს წარმატება, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი სამხედროების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა, მაგრამ დიდი როლი ითამაშა „დასავლეთის დახმარებამ, რომელიც კვლავაც გაგრძელდება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდებიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის სარდლობის განცხადებებს ხერსონიდან რუსეთის არმიის გასვლის შესახებ.

„ქმედება უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე სიტყვები. უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. რუსული დაჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქში რჩება, რეგიონში შენარჩუნებულია დამატებითი რეზერვები. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა დადგმულ სატელევიზიო განცხადებებზე დაყრდნობით“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

წინა დღით უკრაინის პრეზიდენტმა ვერხოვნა რადას შესთავაზა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის კიდევ სამი თვით გაგრძელება და განაცხადა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული ზამთარი ქვეყნის არსებობის განმავლობაში.

ამ განცხადების ფონია რუსეთის არმიის მხრიდან სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული იერიშები. ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ შეტევების შედეგად დაზიანებულია ქვეყნის ენერგოობიექტების 40%-მდე.

„ჩვენ მკაფიოდ გვესმის: ზამთრის იარაღად ქცევა - ესა ტერორისტი სახელმწიფოს გეგმა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთელი ევროპის წინააღმდეგ. მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთის ეს გეგმაც ჩაიფუშოს ისე, როგორც მისი წინამორბედი“, - განაცხადა ტრადიციულ ტელემიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ხელისუფლებამ ელექტროენერგიით მომარაგების გრაფიკი შემოიღო. მოქალაქეებს მოუწოდებენ, პიკის საათებში არ გამოიყენონ ელექტრომოწყობილობები. ქალაქებში თიშავენ ელექტროგანათებას, აჩერებენ ტროლეიბუსების მოძრაობას. მაგრამ უკრაინაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა შემდგომში კიდევ უფრო მძლავრი - ტაქტიკური იარაღითაც დაბომბოს ჯერაც მოქმედი უკრაინის ენერგოობიექტები.

„მას (ზელენსკის) მხედველობაში აქვს არა მხოლოდ არსებული ენერგეტიკული ვითარება, არამედ რისკი იმისა, რომ როდესაც რუსეთი მიიღებს ირანული წარმოების ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა გადატაცება ჯერჯერობით უკრაინას არ შეუძლია, - ისინი შემდგომშიც გააგრძელებენ ტერორის კამპანიას ენერგორესურსების განაწილების სისტემის წინააღმდეგ და ქვეყანას უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა პოლიტოლოგმა მიკოლა ბელესკოვმა.

ლაპარაკია ეფექტურ ანტისარაკეტო სისტემებზე, რომლის გარეშეც უკრაინის არმიას უკიდურესად უჭირს რუსეთის ბალისტიკური რაკეტების იერიშებისგან თავის დაცვა. ამ განცხადების ფონია უკრაინის დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადება ირანისგან დიდი სიშორის ბალისტიკური რაკეტების მისაღებად, რომლებსაც, სავარაუდოდ, უკრაინის დედაქალაქიდან საკმაოდ ახლოს - ჩრდილოეთ საზღვარზე განალაგებს.

ასეთ ვითარებაში ქვეყანაში საომარი მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივებას სრულიად კანონზომიერ ნაბიჯად მიიჩნევენ უკრაინელი ანალიტიკოსები და იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, უკრაინის საკანონმდებლო ორგანო ერთსულოვნად და ოპერატიულად დაუჭერს მხარს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წინადადებას.

„გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს დასავლეთზე და საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებით შეახსენებს, რომ უკრაინას სჭირდება დახმარება, არა მხოლოდ იარაღის, არამედ ასევე ენერგეტიკული მოწყობილობების სახით. გუშინ (8 ნოემბერს) მთავრობამ საიმპორტო მოსაკრებლისგან გაათავისუფლა ენერგეტიკული მოწყობილობა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ომი ეს არის არა მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირება ფრონტის ხაზზე, არამედ დაპირისპირება ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ და ყველა დანარჩენ სფეროებში. ზელენსკი ამ შემთხვევაში სწორად მოქმედებს, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღების მიპყრობას ცდილობს, რადგან მსოფლიო ნელ-ნელა შედის საშობაო და სააღდგომო დღესასწაულების ფაზაში და ამიტომ არსებულ პრობლემებზე ლაპარაკი ახლავეა საჭირო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა პოლიტოლოგმა ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

თუმცა, დასავლეთის ქვეყნები უწყვეტად განაგრძობენ თანამედროვე და ეფექტური შეიარაღებით რუსეთის აგრესიის წინაშე მდგარი უკრაინის მომარაგებას.

NASAMS-ი აშშ-ისა და ნორვეგიის მიერ ერთობლივად შექმნილი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში.

7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო საზენიტო-სარაკეტო სისტემები NASAMS-ი და Aspide. ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი წერს.

NASAMS-ი აშშ-ისა და ნორვეგიის მიერ ერთობლივად შექმნილი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში.

Aspide უკრაინას ესპანეთმა გადასცა. ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამ სისტემას 12 კილომეტრის რადიუსში 6 კილომეტრის სიმაღლეზე არსებული სამიზნეების განადგურება შეუძლია.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინელ ჯარისკაცთა დახმარებას ზამთარში იმის ფონზე, რომ ახლოვდება საკვანძო მნიშვნელობის ბრძოლები ხერსონში და რუსეთის მობილიზებულ ჯარებს პრობლემები აქვთ ბრძოლის ველზე, განაცხადა განაცხადა 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Беглянка из Архангельска. 5-месячная хаски сбежала по дороге во Францию



Здоровье

Филиал «Ревилайн» в Иркутске анонсировал семейный ирригатор RL 150






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Мужчину госпитализировали после стрельбы в Калужской области

Росія планує диверсії по всій Європі, – ЗМІ

Shot: в Москве неизвестные похитили инвалида по слуху, избили и вымогали деньги

Travel-эксперт Тариел Гажиенко: какую страну выбрать для семейного отпуска


Москва

Галина Янко: главные традиции и приметы Пасхи






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин перечислил самые популярные виды туризма в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Адвокат Гордон вызвалась оплатить Волочковой психиатра и лечение от алкоголизма




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Сезон 2024 года открыт!

Московское "Динамо" возглавило турнирную таблицу РПЛ

"Динамо" обыграло "Сочи" в матче РПЛ и догнало "Краснодар" и "Зенит"


WTA

Соболенко и Швентек сыграют в финале турнира WTA в Мадриде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Обзор: в апреле 2024 года в России открылись 12 новых производств



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России