უკრაინელი დიპლომატი პროტესტს გამოთქვამს რუსული ოპერის ლა სკალის სცენაზე დადგმის გამო
უკრაინელმა დიპლომატმა წერილობით მიმართა მილანის ოპერა ლა სკალის ხელმძღვანელს და ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს და პროტესტი გამოთქვა მომავალ თვეში რუსული ოპერის "ბორის გოდუნოვის" დადგმის გეგმის გამო.
როგორც იტალიის საინფორმაციო სააგენტო Ansa იტყობინებოდა 10 ნოემბერს, ანდრიი კარტიშმა, რომელიც უკრაინის საკონსულოს ხელმძღვანელობს მილანში, განაცხადა, რომ მსგავსი წარმოდგენები არ უნდა იქნას გამოყენებული "პროპაგანდის პოტენციური ელემენტების" მხარდასაჭერად.
"ბორის გოდუნოვი" მე-19 საუკუნეში შექმნა მოდესტ მუსორგსკიმ. მთავარ პარტიებს რუსი მომღერლები ილდარ აბდრაზაკოვი და ანა დენისოვა იმღერებენ.
წარმოდგენა ლა სკალის ახალ სეზონს ხსნის და იტალიის კულტურულ კალენდარში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის პოლიტიკის მომხრე არაერთ რუს ხელოვანსა და სპორტსმენს წაერთვა საერთაშორისო არენაზე გამოსვლის შესაძლებლობა.